2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის კონცეფციასა და მისი განხორციელების გეგმას.
კონცეფციური ნაწილი აანალიზებს მმართველობის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში, დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებას საქართველოში, მიუთითებს ამ პროცესის შემაფერხებელ გარემოებებს, დეცენტრალიზაციის პროცესის სირთულეებსა და სპეციფიურ პრობლემებს, წარმოადგენს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებებს, ამ სტრატეგიის განხორციელების ძირითად პრინციპებს.
ეს კონცეფცია ასახავს ინფორმატიზაციის მნიშვნელობასა და როლს საქართველოში, გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების შედეგად ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებს, განსაზღვრავს ინფორმატიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, უმთავრეს მიმართულებებს და ინფორმატიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის გზებს.
ელექტრონული მთავრობა ამა თუ იმ მმართველობის ორგანოს (იქნება ეს ქვეყნის მთავრობა, სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თუ ადგილობრივი სამსახური) ელექტრონული საშუალებების საფუძველზე ორგანიზების პრინციპია. ეს პრინციპი მოიცავს მმართველობის ორგანოს საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს: ე.ი. ამ ორგანოს კომპეტენციაში შემავალი გადაწყვეტილებების (იმისგან დამოუკიდებლად, შეეხება ეს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული რეგულირებისა თუ მოსახლეობისათვის საზოგადოებრივ მომსახურებთა ორგანიზების ან სხვა ნებისმიერ საკითხს) მიღების პროცესს, ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის ადმინისტრაციული და საფინანსო ოპერაციების ჩატარებასა და მათ კონტროლს, აგრეთვე საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმირებასა და ანგარიშგებას.