2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

15 ოქტომბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სასტუმრო ბეთსიში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შევედრა გამართა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით ჭიჭინაძემ, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგიონული განვითარების კომისიის მიერ რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის შესახებ.
შემდეგი პრეზენტაცია რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი აბულაძემ გამართა, რომელიც მიწის გამოყენების დაგეგმარების სფეროში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეეხებოდა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო დანიბეგაშვილმა, ისაუბრა ინფორმაციის გაცვლაზე სამინისტროსა და სეართაშორისო დონორ ორგანიზაციებს შორის, რის შემდეგაც სამინისტროს ახალი ოფიციალური ვებგვერდი წარადგინა. შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა.



