მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

ლიტვის დელეგაცია ეფექტიანი მმართვალობის ცენტრს ეწვია
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

21 სექტემბერს ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს, 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით, ლიტვის დელეგაცია ესტუმრა (ბ–ნი რეგიმანტას ჩიუპაილა, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ბ–ნი ჰაროლდას ბროჟაიტისი – საჯარო პოლიტიკისა და მართვის ინსტიტუტის დირექტორი  და ბ–ნი მარიუს აბლაჩინსკასი  საჯარო პოლიტიკისა და მართვის ინსტიტუტის ანალიტიკოსი).

დელეგაციამ ვიზიტი კომისიის მიერ რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების ეტაპს დაამთხვია, რათა ჩაატარონ კონსულტაციები და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას ქართულ მხარეს მათი გამოცდილება გაუზიარონ.

ვიზიტის განმავლობაში სტუმრები დეტალურად გაეცნობიან რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტს,  ჩაატარებენ  შეხვედრებს კომისიის სამდივნოსთან და მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში.

ფოტოარქივი