მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

სასწავლო ვიზიტი პოლონეთში
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

2009 წლის 7–11 სექტემბერს, რეგიონული განვითარების კომისიის სამდივნოსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ.

ვიზიტის მთავარ მიზანს ქართული დელეგაციისათვის პოლონური მხარის მიერ რეგიონული განვითარების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ვიზიტის პირველი 2 დღის განმავლობაში ქართულ დელეგაციას პოლონეთის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  უმასპინძლა ვარშავაში, სადაც შეხვედრები როგორც სამინისტორს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს საორგანიზაციო სტრუქტურა და ძირითადი ამოცანები, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, პოლონეთის განვითარების პროგნოზი ევროკავშირის ქვეყნების ფონზე და ქვეყნის განვითარების სტრატეგია. 

შედგა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო ადმინისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რომელმაც ქართულ დელეგაციას პოლონეთში სახელმწიფო მართვის სისტემა გააცნო.

სტუმრებმა ასევე მოისმინეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანცელარიის წარმომადგენელთა მოხსენებები პოლონეთში საჯარო სამსახურის სისტემაზე.

დღის ბოლოს მხარეებმა გამართეს დისკუსია და ვიზიტის პირველი დღე შეჯამეს. 

ვიზიტის მეორე დღეს, 8 სექტემბერს ქართულმა დელეგაციამ განაახლა შეხვედრები რეგიონული განვითარების სამინისტროში. პირველი შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გაიმართა, სადაც განხილულ იქნა საჯარო ფინანსების სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების დაფინანსება, რის შემდეგაც რეგიონული განვითარების სამდივნოს წარმომადგენლებმა პოლონურ მხარეს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის თაობაზე დიაგნოსტიკური მოხსენების დასკვნები  და საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტი  წარუდგინეს.

მომდევნო შეხვედრაზე, რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შემდეგი საკითხები განიხილეს: პოლონეთის განვითარების სისტემის მართვა, რეგიონების განვითარების პერსპექტივები და ტენდენციები, რეგიონული პოლიტიკა პოლონეთში  და სახელმწიფო სივრცის მართვის პოლიტიკა.

9 სექტემბერს ქართული დელეგაცია პომორსკის სავოევოდოში გაემგზავრა, სადაც მორიგი შეხვედრები პომორსკის სავოევოდოს მარშალკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრისას ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია პომორსკის სავოევოდოს შესახებ, ამასთან გაიმართა პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე: რეგიონული განვითარების მხარდამჭერი ინსტრუმენტები – განვითარების  რეგიონული სტრატეგია და 2007-2013 წლების რეგიონული ოპერაციული  პროგრამა;  როგორ ხდება რეგიოული პროგრამების დანერგვა 2004–2006 და 2007-2013 რეგიონული ოპერაციული პროგრამა; პომორსკის სავოევოდოს გამოცდილება პროგრამა INTERREG-ის ინიციატივასთან და ევროპული ტერიტორიული თანამშრომლობის/პარტნიორობის და მეზობლობის ევროპულ პროგრამებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ქართულმა მხარემ რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური მოხსენებისა და სტრატეგიის პროექტი წარადგინა.

10 სექტემბერს სტუმრებმა ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტები დაათვალიერეს.

11 სექტემბერს ქართული დელეგაცია კვლავ ვარშავაში დაბრუნდა და  განაახლა შეხვედრები რეგიონული განვითარების სამინისტროში.

პირველი შეხვედრა ვიზიტის ბოლო დღეს  შედგა პოლონეთის მეწარმეთა კავშირის წარმომადგენელთან, რომელმაც ისაუბრა ბიზნესის გარემოცვის ინსტიტუტების, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

"ზერეგიონული" და სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პრეზენტაცია პოლონეთის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შემდეგი საკითხები განიხილა: ჰარმონიული განვითარება და გარემოს დაცვა (ჩაღვრილი წყლების და  ნარჩენების მეურნეობა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და გარემოს დაცვის საკითხები)

სასაზღვრო თანამშრომლობა ევროკავშირის გარე საზღვრებზე განიხილა რეგიონული განვითარების სამინისტროს ტერიტორიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ევროპის სოციალური ფონდის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარადგინა მოხსენება ევროპის სოციალური ფონდზე, როგორც პოლონეთში ადამიანური რესურსების განვითერების ხელშემწყობ ინსტრუმენტზე.

 სამუშაო დღის ბოლოს მხარეებმა გამართეს დისკუსია და ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.

შეხვედრის ფოტოგალერეა