2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

2009 წლის 8-12 ივნისს რეგიონული განვითარების კომისიის სამი სამუშაო ჯგუფის მდივანი (რეგიონული განვითარების დაფინანსება; სიღარიბის დაძლევა და დასაქმება; მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა) და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიტვაში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ლიტვური მხარის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით ლიტვური გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებას.
ვიზიტის პირველ დღეს, 8 ივნისს გაიმართა შეხვედრა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბატონ რეგიმანტას სიუპაილასთან. აღნიშნული უწყება ზედამხედველობს რეგიონული განვითარების საკითხებს ლიტვაში და განსაზღვრავს პოლიტიკის ძირითად მიმართულებას. შეხვედრა დაეთმო ლიტვის რეგიონული განვითარების საკითხების განხილვას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმირების პრობლემებსა და ეკონომიკური კრიზისით განპირობებულ ახალ გამოწვევებს.
სამშაბათს, 9 ივნისს შედგა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ სერგეუს კრისპინოვიჩიუსთან. შეხვედრა დაეთმო ლიტვაში რეგიონული პოლიტიკის ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილებების მიღების მექნიზმების განხილვას. დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესდა ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების როლით რეგიონების განვითარებაში და მათი განაწლების მექნიზმებით. ასევე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს ფუნქციებსა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინაციაზე.
ოთხშაბათს, 10 ივნისს ქართულმა დელეგაციამ შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური დახმარების, ბავშვებისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ვიოლეტა მურაუსკაიტე და სხვადასხვა განყოფილებების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო სოციალური დახმარებისა და სერვისების მენეჯმენტს, უფლებამოსილებების განაწილებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. სამუშაო ჯგუფის მდივნები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სოციალური დახმარების დაფინანსების მეთოდოლოგიით და მისი წყაროებით, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების გამოთვლის მექანიზმებით, დახმარების გაწევის კრიტერიუმებით.
იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის ხელმძღვანელ ქალბატონ რომა ზაკაიტიენესთან. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და განვითარების უფლებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მექნიზმებზე, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების წყაოროებზე, განათლების დაფინანსების ფორმებზე და სხვ.
ხუთშაბათს, 11 ივნისს ჯგუფი გაემგზავრა შაულაის მხარეში, სადაც შედგა შეხვედრა რეგიონის გუბერნატორ რიმუნდას დომარკასთან და შაულაის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ დალია დიჯოკაიტესთან. შეხვედრა დაეთმო რეგიონული პოლიტიკის გავლენის განხილვას რეგიონის განვითარებაზე, რეგიონში შემავალი ცალკეული მუნიციპალიტეტების პრობლემებსა და სხვ. შეხვედრის შემდეგ ქართულმა დელეგაციამ მასპინძლების თხოვნით უპასუხა ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს. შეხვედრა ასევე გაშუქდა ორი რეგიონული ტელევიზიით.
იმავე დღეს შედგა შეხვედრა ქალაქ შაულაის მერთან, ბატონ გენადიუს ნიკშისთან, ასევე ქალაქის საკრებულოს თავჯდომარესა და სხადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო რეგიონულ პოლიტიკის თავისებურებებსა და ადგილობრივ რეალიებს. სამუშაო ჯგუფის მდივნები დაინტერესდნენ ადგილობრივი სოციალური ხარჯების ცვლილებით, მერიისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობის ფორმებით ამომრჩევლებთან, მუნიციპალიტეტის როლით ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და სხვა მიმდინარე საკითხებით.
სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს, 12 ივნისს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტში, რომელსაც ქართული დელეგაციის გარდა ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი ჰაროლდას ბროზაიტისი, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი რეგიმანტას სიუპაილასი, და ინსტიტუტის ანალიტიკოსი მარიუს აბლაცინსკასი. ვიზიტის შეჯამების დროს გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც ქართველი ექსპერტების აზრით საჭიროებდნენ დამატებით განხილვას, მათ შორის რეგიონების დაფინასების მექანიზმების სქემები, გამოთანაბრებითი ტრანსფერების ეფექტური მეთოდები, სოციალური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, რეგიონული განვითარების დაგეგმვის გაუმჯობესება, რეგიონების ინტერნეტიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემები, რეგიონებში ნარჩენების მენეჯმენტი, რეგიონების განვითარების შეფასების მექანიზმები, ზრდის ცენტრების შექმნა ცალკეულ რეგიონებში და სხვ.
საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტმა გამოხატა მზდყოფნა შემდგომი დახმარება გაუწიოს რეგიონული განვითარების კომისიის სამდივნოს კონსულტაციების სახით. ასევე დაიგეგმა ლიტვური მხარის საპასუხო ვიზიტი თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში, რაც უნდა დაემთხვეს სამუშო ჯგუფების მიერ რეგიონული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის შემუშავების დასრულებს.



