2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ 2009 წლის 6 ივნისს, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ სხდომაზე მიიღო.
დიაგნოსტიკური მოხსენების მომზადება კომიისიის შვიდ თემატურ სამუშაო ჯგუფს დაევალა, დაქირავებული ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევების, სამუშაო შეხვედრების და სემინარების შედეგების საფუძველზე.
მოხსენებაში წარმოდგენილია სამუშაო ჯგუფების მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები და დასკვნები. მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა ინფორმაციის პირველადი და მეორადი წყაროები, შესაბამისი კანონმდებლობა და სტატისტიკური მონაცემები. გამოყენებულ იქნა ანალიზის სხვადასხვა მეთოდები და მეთოდოლოგიები.
მოხსენებაში მოცემულია დასკვნები და დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები განხორციელდა რეგიონული განვითარების ჭრილში ამ დრომდე და დასმულია ის საკითხები, რომელთა გადაჭრის გზები უნდა დაისახოს კომისიის მუშაობის შემდგომ ფაზაში, როდესაც მომზადდება და შეთანხმდება რეგიონული განვითარების სტრატეგია.
შეხვედრას კომისიის წევრები (ცენტრალური ხელისუფლების, რეგიონული განვითარებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები) ესწრებოდნენ.
სხდომას თავმჯდომარეობდა და მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა (პირველი ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე).
"დღეს არის რეგიონული განვითარების კომისიის რიგით მეორე შეხვედრა, რომელზეც განხილულ უნდა იქნეს კომისიის მიერ მომზადებული დიაგნოსტიკური მოხსენება საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ. ეს არის საქართველოში პირველად მომზადებული ამგვარი ტიპის დოკუმენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, წარმოადგინოს ანალიზი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ... როცა გავეცანი მოხსენების სხვადასხვა თემებს, გამიჩნდა კრიტიკული დამოკიდებულება ბევრი ციფრის, ინფორმაციის მიმართ. ჩვენი მიზანი არ ყოფილა გაგველამაზებინა სიტუაცია, არამედ მიზანი იყო წარმოგვედგინა ისეთი მოხსენება, რომელიც ასახავს ჩვენს ქვყანაში შექმნილ ობიექტურ რეალობას... ეს არის პირველი ამ ტიპის საბაზისო კვლევა, რომელიც საქართველოში ოდესმე განხორციელებულა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ საქმიანობისა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. ამ მოხსენებას უნდა დაეყრდნოს შემდგომი დოკუმენტი, რასაც ჰქვია რეგიონული განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ფაზა (მეორე ეტაპი) და მესამე დამაგვირგვინებელი ეტაპი, რასაც ჰქვია ამ დოკუმენტის საფუძველზე სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება... ჩემი ერთადერთი თხოვნა სამუშაო ჯგუფებისადმი იყო ის, რომ სიტუაცია შეგვეფასებინა ისე, როგორც ეს არის რეგიონში, მაგრამ ისე, როგორც ამ ვითარებას უყურებს ჩვენი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ახმეტაში, ყაზბეგში, იმერეთის მაღალმთიან რაონებში, და რომ დოკუმენტი არ ყოფილიყო მოწყვეტილი რეალობას. ამ თვალსაზრისით, წარმოდგენილმა დოკუმენტმა ჩვენი იმედები გაამართლა... ეს არ გახლავთ ერთი კონკრეტული მთავრობის გეგმა, ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს განვითარების გეგმა ამ მიმართულებით..."
საუბრის ბოლოს მინისტრმა, მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური მოხსენების შემუშავებაში და იმ დონორ ორგანიზაციებს, რომელბმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონული განვითარების კომისიის ფუნქციონირებაში.
შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ სიტყვა ბატონ დავით ჭიჭინაძეს გადსცა(კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სამართლებრივი უზრუნველყოფის და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო).
ბატონმა დავითმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას კომისიის მუშაობის სქემა გააცნო, ისაუბრა დიაგნოსტიკური მოხსენების სტრუქტურაზე და კომისიის მუშაობის შემდგომ ეტაპზე, რის შემდეგაც უშუალოდ დიაგნოსტიკური მოხსენების თემატური თავები გააცნო კომისიის წევრებს, (რეგიონული განვითარების დაფინანსება; რეგიონული მენეჯმენტი, ინსტიტუციური მოწყობა და ადამიანური რესურსების მართვა; სიღარიბის დაძლევა და დასაქმება; მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა; ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და მეწარმეობა; გარემოს დაცვა და რეგიონების საერთაშორისო თანამშრომლობა; საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ეფექტიანი რეგიონული განვითარებისათვის).
დიაგნოსტიკური მოხსენების წარდგენის შემდეგ კომისიის წევრებს ეთხოვათ შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთება. მოხსენების ფართო განხილვის შემდეგ, რეგიონული განვითარების კომისიის მიერ მოწონებულ და მიღებულ იქნა რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური მოხსენება.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ქალბატონმა თამარ გელაშვილმა (კომისიის სამდივნო, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და გავრცელების ექსპერტი) დამსწრეებს კომისიის ოფიციალური ვებ–გვერდი წარუდგინა.
სხდომის დასასრულს, სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა დავით ტყეშელაშვილმა მადლობა გადაუხადა სხდომის მონაწილეებს მხარდაჭერისათვის და გამოთქვა შემდგომი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.
2 მიმაგრებული დოკუმენტი:
სხდომის ოქმი
რეგიონული განვითარების კომისიამ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტის პრეზენტაცია



