მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

მიმდინარე წლის 6 ივნისს 12:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. სხდომა მიეძღვნება საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტის განხილვასა და მიღებას.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოური დონორი ორგანიზაციებისა და რეგიონული განვითარების საკითხებით დაინტერესებული  არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრას გახსნის ბატონი დავით ტყეშელაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. შემდეგ გაიმართება დიაგნოსტიკურ მოხსენების პრეზენტაცია და განხილვა/მიღება.

დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტი კომისიის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა, იგი მოიცავს საქართველოში რეგიონული გნავითარების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და რეგიონული განვითარების იმ ინსტრუმენტების შეფასებას, რომელიც გამოყენებული იქნა, ან/და არსებობდა ინიციტივა გამოყენებული ყოფილიყო რეგიონული განვითარების სტიმულირებისათვის.

 დიაგნოსტიკური მოხსენების მიღების შემდეგ, კომისია გადავა მუშაობის შემდგომ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის მომზადებას.