2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

| ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სასტუმრო ბეთსიში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შევედრა გამართა.
ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვის დელეგაცია ესტუმრა
2009 წლის 7–11 სექტემბერს, რეგიონული განვითარების კომისიის სამდივნოსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ.
2009 წლის 8-12 ივნისს რეგიონული განვითარების კომისიის სამი სამუშაო ჯგუფის მდივანი (რეგიონული განვითარების დაფინანსება; სიღარიბის დაძლევა და დასაქმება; მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა) და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიტვაში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ლიტვური მხარის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით ლიტვური გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებას.
საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ 2009 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მიმდინარე წლის 6 ივნისს 12:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. სხდომა მიეძღვნება საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტის განხილვასა და მიღებას.
კომისიის სამდივნომ საქართველოს სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტი წარუდგინა.
საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის სამუშაო ჯგუფებმა, 2009 წლის 26–27 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, რეგიონული განვითარების სფეროში არსებული ვითარების შესახებ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა და სამუშაო ჯგუფების ექსპერტებმა (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით) ქალაქ ქობულეთში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
2008 წლის 18 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის საინაუგურაციო სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და რეგიონული განვითარების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.



