2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ფარგლებში გამოცხადებულ პროგრამაზე – „საჯარო მოსამსახურეების ტრენინგი პოლონეთში“, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის დახმარების პროგრამისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კანდიდატების შერჩევა დასრულდა.
საქართველოს მასშტაბით შერჩეული 20 კანდიდატი ერთი თვით გაემგზავრება პოლონეთში და ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პოლონეთის სამთავრობო უწყებების ყოველდღიურ საქმიანობაში, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ პოლონურ გამოცდილებასა და ევროკავშირის სტანდარტებს, რეგიონული განვითარების კონტექსტში გაიარონ პრაქტიკა დეცენტრალიზაციასა და ადამიანური რესურსების მართვაში.
ტრენინგის მთავარი მიზანია საჯარო მოხელეების მომზადება, საქართველოში რეგიონული განვითარების ეფექტიანი ხელშეწყობისთვის.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: რეგიონული მართვა, ინსტიტუციური მოწყობა და ადამიანური რესურსბის განვითარება, ფისკალური დეცენტრალიზაცია, რეგიონული განვითარების დაფინანსება და ადგილობრივი და რეგიონული განვითარება.