მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

ევროპული რეკომენდაციები აჭარის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

მიმდინარე წლის 3-5 მარტს საფრანგეთის ქალაქ  სტრასბურგში, ევროპის სასახლეში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მე-16 პლენარული სესია გაიმართა.  სესიაზე განიხილეს აქტუალური პრობლემატიკა ევროპული ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ჭრილში. უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესის სესიაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო აჭარის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების დამკვირვებელთა მისიის მოხსენების განხილვა და რეკომენდაციის ტექსტის დამტკიცება.  როგორც ცნობილია, აჭარის არჩევნების მიმდინარეობას გასული წლის შემოდგომაზე თვალს ადევნებდა  ევროპის საბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისია გუნტერ კრუგის ხელმძღვანელობით და არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წინასწარი შეფასებებიც გააკეთა. სწორედ ეს შეფასებები აისახა რეკომენდაციების ტექსტში, რომელიც კონგრესმა მიიღო, კერძოდ: ის, რომ საჭიროა მომავალი არჩევნებისათვის რამდენიმე ხარვეზის გამოსწორება, როგორიც არის საარჩევნო უბნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ხმის დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციის შეფერხების გარეშე გადაცემის ტექნიკური უზრუნველყოფა; მკვეთრად განსხვავებული ბიულეტენების არსებობის აუცილებლობა პარალელური არჩევნების დროს (მაგ. როდესაც ერთდროულად ხდება ხმის მიცემა მაჟორიტარული და პროპორციული წესით); საარჩევნო უბნებზე სამეთვალყურეო კამერების თანმიმდევრულად გამოყენება; მარკირების სითხის ეფექტიანობა და სხვ. ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია დაფიქსირებულია დოკუმენტის მე-5 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა გადაიხედოს აჭარის სტატუსი, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშვნის თვალსაზრისით.  რეკომენდაციაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ შესრულდა 2001 და 2004 წლებში აჭარაში ჩატარებული არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ზოგიერთი რეკომენდაცია საერთაშორისო საარჩევნო ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.  

გუნტერ კრუგის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის პროექტი განიხილეს 4 მარტს კონგრესის რეგიონთა პალატის სხდომაზე, ხოლო კენჭი უყარეს და დაამტკიცეს 5 მარტს კონგრესის პლენარულ სხდომაზე.