2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტზე. რეგიონული განვითარების კომისიის შექმნის ინიციატივა ევროპის კომისიამ ქვეყნის მთავრობას ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში შესთავაზა და მხარდაჭერაც მიიღო; აგვისტოს მოვლენებმა ეს საკითხები გარკვეული ხნით შეაფერხა, თუმცა მეტი აქტუალობაც შესძინა, რადგანაც გაიზარდა რეგინული განვითარების კომისიის წინაშე მდგარი ამოცანები და დაფინანსების პერსპექტივები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან.
რეგიონული განვითარების კომისიის საინაუგურაციო სხდომა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში” 18 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა.
”ბოლო წლებმა დაგვანახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონულ განვითარებას ყველა კუთხით ჩვენი ქვეყნისათვის, აღნიშნა მან. _ ... რეგიონული განვითარების სპეციალური კომისია მუშაობას იწყებს, მისი მიზანია, მიაღწიოს კონსენსუსს ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის და შეიმუშაოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტი.... ჩვენი ამოცანა არ არის შევქმნათ დოკუმენტი, როგორც დოკუმენტი. ჩვენი ამოცანაა, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მოქმედებებს, საქართველოს განვითარებას მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში...”
შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიმართა:
”გვინდა მივესალმოთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს, რომელთა დიდი მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს თამამად გავუსწოროთ თვალი არსებულ გამოწვევებს და, პრობლემების მიუხედავად, თანმიმდევრულად გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება, _აღნიშნა მან. _ ევროპის კომისიის ინიციატივა – რეგიონული განვითარების კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონული განვითარება არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეკონომიკის ზრდის შენარჩუნების წინაპირობა... დღემდე ქვეყანას არ მიეცა საშუალება განესაზღვრა რეგიონული განვითარების სტრატეგია _ ისე, როგორც ჩვენ გვსურდა და რომელიც ქვეყნის საჭიროებების ადეკვატური იქნებოდა... ახალი ინიციატივა საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს, მაქიმალურად გამოიყენოს თავისი პოტენციალი; ეს არის გზა ქვეყნის რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოსაფხვრელად... შემუშავებული რეგიონული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი იქნება ყოვლისმომცველი, სადაც ჩამოყალიბდება კონკრეტული პროგრამა: რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და როდის ვაკეთებთ. ამ კომისიისგან ველით ახლებურ მიდგომებს..."
საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა სხდომაზე აღნიშნა: ”ვიწყებთ კონსტრუქციული თანამშრომლობის ახალ მიმართულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, აგრეთვე, ევროკავშირისთვისაც. სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკური განვითარებას..."
პოლონეთის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ, დავით ტყეშელაშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარების სპეციალური კომისიის სტრუქტურის და მისი სამუშაოს შესახებ.
საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია შედგება 7 სამუშაო ჯგუფისაგან, რომლებიც სხდომებს თვეში 2-ჯერ გამართავენ. რეგიონული კომისია სათანამშრომლოდ ღიაა _ მისი სამუშაო ჯგუფების შეკრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლებს, ქართველ თუ უცხოელ ექსპერტებს. კომისიის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს კომისიის სამდივნო; დამფინანსებლები არიან: საქართველოს მთავრობა, ევროკომისია, "პოლონური დახმარება” და "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gთძ)”.
კომისია მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური პატრონაჟით; კომისიის თავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი. 2 ივლისს მოეწყობა კომისიის ბოლო შეხვედრა, სადაც განიხილება და დამტკიცდება საბოლოო მოხსენება. 16 ივლისს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს კომისიის საბოლოო მოხსენების რეკომენდაციებს, როგორც რეგიონული განვითარების ოფიციალურ პოლიტიკას, 27 აგვისტოს კი მთავრობა დაამტკიცებს სამოქმედო გეგმას, რის შემდეგაც დაიწყება სტრატეგიის განხორციელება.
რეგიონულ განვითარებაზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ეს საქმე მკვდარი წერტილიდან ევროკომისიის ინიციატივით დაიძრა. ამ კომისიის მაღალკვალიფიციური შემადგენლობა, მასში საზოგადოებისა და სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა, ადგილობრივ ხელისუფლებათა აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობა, როგორც ქართული მხარის, ისე მეგობარი სახელმწიფოების მონდომება და თანადგომა ამ პროექტის წარმატების წინაპირობას და საფუძველს ნამდვილად ქმნის. რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება, საბოლოო ჯამში, საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას შექმნას ის სტანდარტები, რომლებიც მის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ უფრო საფუძვლიანს და შედეგიანს გახდის.
1 მიმაგრებული დოკუმენტი:
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგია ანტიკრიზისული ხასიათის იქნება