მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

სლარის (SLAR) ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 20 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

ოცი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთაგან 12 უკვე დასრულებულია, 8 კი მალე დამთავრდება  – ეს არის სლარის პროექტის ფარგლებში  2006 წლის დასაწყისიდან განხორციელებული სამუშაო სამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტის თემებში. საარსებო საშუალებების მდგრადი განვითარებისა და რეგიონული დაგეგმარების პროექტი (სლარი _ SLAR), რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "ქეა საერთაშორისო კავკასიაში” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დასასრულს მიუახლოვდა. პროექტი დაფინანსდა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მიერ (DFID), რომელმაც  ამ სამუშაოებისათვის 2,38 მლნ გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) გაიღო.

5 ოქტომბერს « შერატონ მეტეხი პალასში » სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისათვის დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სიმბოლური გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საკონფერენციო დარბაზის წინ  ჰოლში მოწყობილ ფოტო ექსპოზიციაზე მნახველს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა 20-ვე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტო მასალას.

საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას – სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ორგანიზაციის « ქეა საერთაშორისო კავკასიაში » დირექტორმა ჯონ დიფუტმ  მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა აღნიშნული პროექტის პრიორიტეტებისა და მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სლარის მთავარი კომპონენტი იყო გაზრდილიყო ადგილობრივი თემების, მოსახლეობის, მუნიციპალიტეტების, რეგიონისა და ცენტრალური მთავრობის შესაძლებლობა გაანალიზონ პრობლემები, რესურსები,  მოახდინონ არსებული საშუალებების მობილიზება, შეადგინონ გეგმები და შეათანხმონ ეს გეგმები მოქმედებასთან.

"ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო გაგვეანალიზებინა, რა შესაძლებლობა აქვს ფერმერს და აქედან დაგვეწყო ინვესტირება, რადგანაც ეს არის იმ სამიზნე ჯგუფის პროფილი, რომელზედაც ვმუშაობთ.

ვასრულებთ 20 ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით განხორციელდა – ანუ 20 პროცენტი თანხისა მუნიციპალიტეტებმა გაიღეს და აღსანიშნავია, რომ აქედან სარგებელს მიიღებს 27 ათასი ადამიანი, რაც  მნიშვნელოვან წარმატებად მიგვაჩნია, » _ აღნიშნა ჯონათან პადიფუტმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმ საზოგადოებას, ჩვეულებისამებრ, ქართულად მიმართა:

"მოხარული ვარ, რომ აღვნიშნავთ DFID-ის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი წარმატებული  პროექტის დასრულებას. მოხარული ვართ, რომ SLAR-ის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლობა ასე კარგად წარიმართა. ბრიტანეთის საერთაშორისო გავითარების დეპარტამენტი (DFID)უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს ამ რეგიონის განვითარებას. მჯერა, რომ ეს სამუშაოები, რაც განხორციელდა, რეალურ სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს რეგიონის მოსახლეობას. »

ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაგან უმეტესობა იყო სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია 26 სოფლისათვის, აგრეთვე, სოფელ უდეში (ადიგენი) – საირიგაციო სისტემის აღდგენა და სოფელ ნიჯგორში (ასპინძა) რიტუალების სახლის რეაბილიტაცია, მართლაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გავლენას მოახდენს.  პროექტების შესარჩევად  პირველ ეტაპზე განისაზღვრა პრიორიტეტები, რომელთაგან სასმელი წყალი უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა; შემდეგ გამოცხადდა ღია კონკურსი პრესის საშუალებით და ყველა თემს და სოფელს ჰქონდა მასში მონაწილეობის საშუალება.

"სლარის პროექტი  შეიძლება იქცეს იმის ნიმუშად, როგორი წარმატებული შედეგი შეიძლება მოიტანოს მუნიციპალიტეტების ცენტრალურ მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთშეთანხმებულმა მუშაობამ.  დღეს სალარის პროექტის დასრულებას აღვნიშნავთ. იმედი მაქვს, რომ სხვა დონორები აიღებენ მაგალითს და ერთობლივი ძალისხმევით სამცხე-ჯავახეთში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტი შესრულდება, ” _ იმედი გამოთქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ პაპუნა ხაჩიძემ სასტუმრო  « მეტეხში » გამართულ  ცერემონიალზე.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID) უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს ამ რეგიონის განვითარებას.  სლარის აღნიშნული პროექტი კი, რომელიც დეკემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება, გახლდათ იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც ორგანიზაციამ "ქეა საერთაშორისო კავკასიაში” წინა წლებში ადიგენსა და მის მიმდებარე რაიონებში განახორციელა.

SLAR -ის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სამცხე ჯავახეთის რეგიონში (ფოტოარქივი)

შეხვედრის ფოტოარქივი