2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
| ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ფარგლებში გამოცხადებულ პროგრამაზე – „საჯარო მოსამსახურეების ტრენინგი პოლონეთში“, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის დახმარების პროგრამისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კანდიდატების შერჩევა დასრულდა.
ევროპის სასახლეში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მე-16 პლენარული სესია გაიმართა. საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესის სესიაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო აჭარის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების დამკვირვებელთა მისიის მოხსენების განხილვა და რეკომენდაციის ტექსტის დამტკიცება.
2009 წლის აგვისტოს ბოლოს ქვეყანას რეგიონული განვითარების სტრატეგია ექნება
ოცი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთაგან 12 უკვე დასრულებულია, 8 კი მალე დამთავრდება – ეს არის სლარის პროექტის ფარგლებში 2006 წლის დასაწყისიდან განხორციელებული სამუშაო სამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტის თემებში.
26 სექტემბერს ვარნაში (ბულგარეთი) გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა « შავი ზღვის ევრორეგიონი » ოფიციალურად დააფუძნა.
მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს ვილნიუსში, ლიტვა, გაიმართა E-PINE-ის ფარგლებში ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდგომ მსოფლიო სურათს და ამ სურათის ზოგიერთ ასპექტს
11 სექტემბერს დილით ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს ესტუმრა.
31 ივლისი - 3 აგვისტოს ბათუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე" საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვასა და კოორდინაციაში". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.
რუსთავის ქალაქის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალი 2009 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ეს ინიციატივა რუსთავის ქალაქის თვითმმართველობისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ერთობლივ პროექტს მოჰყვა
რუსთავი გამოეხმაურა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ინიციატივას, გამოეცა ბუკლეტი ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომლის პრეზენტაცია 24 ივნისს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.