2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ
2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა დებულება "ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შესახებ”. აღნიშნული ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითმმართველობის რეფორმის იმპლემენტაციისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით. ამის შედეგად, სახელმწიფო კომისიასთან ჩამოყალიბდა სპეციალური სამუშაო ჯგუფები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად მუშაობას ახორციელებენ შემდეგი ჯგუფები: ა) თვითმმართველობის ინსტიტუციური რეფორმის სამუშაო ჯგუფი; ბ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის სამუშაო ჯგუფი; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური უფლებამოსილების საკითხთა სამუშაო ჯგუფი; დ) ადგილობრივი თვითმმარველობის მოხელეთა სწავლების და საკადრო პოლიტიკის სისტემის ფორმირების სამუშაო ჯგუფი; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო სისტემის ფორმირების სამუშაო ჯგუფი.