მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

მოგესალმებით
ამოსაბეჭდი ვერსია გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრებოდა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების განხორციელებით.

ფუნქციონირების მანძილზე ცენტრი აქტიურად იყო ჩართული თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და კანონთა იმპლემენტაციის ხელშეწყობის პროცესში. ცენტრი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროში დღეს უკვე მოქმედი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში.

2009 წლის იანვრიდან ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამასთანავე, 2009 წლის თებერვლიდან პროექტისათვის „რეგიონული განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ცენტრი ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი რეგიონული განვითარების კომისიის ორგანიზაციულ – ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ცენტრის ფარგლებში შემუშავდა რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური მოხსენება, რომელიც მიღებულ იქნა რეგიონული განვითარების კომისიის მიერ 2009 წლის ივნისში. ასევე  დასრულდა მუშაობა რეგიონული განვითარების სტრატეგიულ რეკომენდაციებზე, რასაც თავის მხრივ მოჰყვა საქართველოს რეგიონული განვითარების 2010 – 2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის შექმნა.  საქართველოს რეგიონული განვითარების 2010 – 2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #172 დადგენილებით. ასევე გასული წლის განმავლობაში ცენტრის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით განხორციელებული იქნა რამდენიმე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივნისის #454 ბრძანებულებით ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს მიენიჭა ვანო ხუხუნაიშვილის სახელი.

აღნიშნული პერიოდისათვის ცენტრს აქვს დამყარებული აქტიური ურთიერთობები მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობებთან საქართველოში, როგორებიცაა: ევროკომისიის წარმომადგენლობა (EC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის კანცელარია, პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტრო, პოლონეთის ეკონომიკური განათლების ფონდი, ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში,  CARE საერთაშორისო კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი(EESC) –  ლიტვის რესპუბლიკა, საჯარო პოლიტიკის მართვის ინსტიტუტი (PPMI) – ლიტვის რესპუბლიკა, და ა.შ.. ცენტრი ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან: საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, საერთო სამოქალაქო მოძრაობასთან „მრავალეროვანი საქართველო“ და ა.შ..

მიუხედავად აღნიშნული წარმატებებისა, ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების პოზიტიური პროცესების ფონზე, ცენტრს მოეთხოვება კიდევ უფრო მეტი აქტიური ჩაბმულობა მიმდინარე პროცესებში, რაც თავის მხრივ აძლევს ცენტრს შანსს შეიტანოს მოკრძალებული წვლილი  დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების, მაშასადამე, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

 

ზაზა შონია

ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და

ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი