მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

თვითმმართველობის ღია კარის დღე საქართველოს პარლამენტში
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

     13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო ხუხუნაიშვილის ინიციატივით, თვითმმართველობის ევროპული კვირეულის (12-19 ოქტომბერი) ეგიდით საქართველოს პარლამენტში თვითმმართველობების ღია კარის დღე გაიმართა; პირველად საქართველოში, პარლამენტმა უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავდა თვითმმართველობის ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის  წახალისებას.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლები, როგორც უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის მხრიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტის რწმუნებულები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელები, რამდენიმე მინისტრი (რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი).  

კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ  დავით ბაქრაძის მოხსენებით გაიხსნა, რომელშიც ხაზი გაესვა ქვეყანაში დემოკრატიული მშენებლობის  პროცესში თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობას.

   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ,  ავთანდილ დემეტრაშვილმა ისაუბრა თვითმმართველობის კუთხით  კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.

   საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ თავის გამოსვლაში მაღალ დონეზე შეაფასა პარლამენტის კომიტეტის ინიციატივა თვიტმმართველობის ღია კარის დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასოციაციასა და ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა თვითმმართველობის განვითარების კუთხით კვლავაც გაგრძელდება.

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყ6ეშელაშვილმა ისაუბრა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარებისათვის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

  ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა თავიანთ გამოსვლაში რეფორმის პროცესის მიმდინარეობის ხელისშემშლელ კონკრეტულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც, ზოგადად, ქვეყანაშია და, ასევე, ისაუბრეს თავიანთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებულ სირთულეებსა თუ მიღწეულ შედეგებზე.

 კონფერენციის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, რომლის დროსაც ადგილობრივი ხელისუფლებებისა და ცენტრალური ხელისუფლებების წარმომადგენლები  მსჯელობდნენ არსებული პრობლემების მიზეზებსა და მოგვარების გზებზე.

კონფერენცია შეაჯამა ამ ღონიძიების ინიციატორმა ბატონმა ვანო ხუხუნაიშვილმა. მან  ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ხელისუფლებას აქვს ქვეყანაში თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უმთავრესი კვლავაც არის ყველა მონაწილე მხარის ურთიერთთანამშრომლობა,  მათ შორის – ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის. თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ  ხაზი გაუსვა თვითმმართველობის შესახებ დაგეგმილი საკონსტუციო ცვლილებების მნიშვნელობას.

 მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის ევროპული კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში თვითმმართველობის ღია კარის დღის ტრადიცია, რომელსაც წლეულს ჩაეყარა საფუძველი, მომავალშიც გაგრძელდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს და გახდეს რეალური ძალა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული მედია ინიციატივების ინსტიტუტი”, საქართველოში ლიტვის საელჩოს ფინანსური დახმარებით.

სიმბოლურია, აგრეთვე, რომ თვითმმართველობის ღია კარის დღე საქართველოს პარლამენტში დაემთხვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის  საშემოდგომო პლენარული სესიის (13.10-15.10). გახსნას, რითაც ცენტრალურმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ ევროპული დემოკრატიის იდეებისაკენ საქართველოს მისწრაფებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ფოტოარქივი