მოვლენები

2010-07-10
საერთაშორისო კონფერენცია: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები

2010 წლის 8-9 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები.

2010-06-27
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამსახურებისა და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR)  წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ

ბოლნისსა და დმანისში ჩატარებული კვლევის შედეგები განზოგადდება
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე ჩართე ინტერაქტიული ლექსიკონი

ქვემო ქართლის ორი მუნიციპალიტეტის – ბოლნისისა და დმანისის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურების ფუნქციური ანალიზის პროექტი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, განხორციელების ძირითად ეტაპზე გადავიდა. კვლევაში მონაწილე  ექსპერტებმა ახლახან ჩაატარეს ინტერვიუები ორივე საპილოტე მუნიციპალიტეტში.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ”ქვემო ქართლში ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მხარდაჭერის პროექტისა” და ”ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის”  მიერ განხორციელებული ერთობლივი კვლევა მიზნად ისახავს  მუნიციპალური სამსახურების სტრუქტურისა და ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლას გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად და თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების მოსამზადებლად.

კითხვარების მომზადებამდე, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა წინასწარ გააანალიზეს დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სამართლებრივი აქტები; შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში ინტერვიუები ჩაატარეს გამგებელთან, გამგეობის სამსახურებში და გამგეობის აპარატში; აგრეთვე, საკრებულოს ბიუროს წევრებთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები. გარდა ამისა, ესაუბრნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსაც; წინასწარ შედგენილი კითხვარების საფუძველზე, ადგილზე შეისწავლეს როგორია მუნიციპალიტეტის საერთო სტრუქტურა, როგორ არის განაწილებული კომპეტენციები სტრუქტურულ ერთეულებს შორის, როგორ ხორციელდება კომპეტენციები გამგეობის სამსახურებში.

რაც შეეხება პრობლემებს, ისინი მრავლადაა და ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი ხარვეზია ის, რომ თვითმმართველობის ძალზე ბევრ სამსახურში თანამშრომლები დაკავებულები არიან ისეთი კომპეტენციების განხორციელებით, რომლებიც, კანონმდებლობის თანახმად, განეკუთვნებიან სახელმწიფო უფლებამოსილებების სფეროს და დელეგირებული არ არის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დარგობრივი კანონმდებლობა დაურეგულირებელია და კომპეტენციები არ არის სათანადოდ გამიჯნული.  გარდა ამისა, ფუნქციური ანალიზის მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ძალზე მწირია იმ კომპეტენციათა რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის აქვს გადაცემული. ხშირია ისეთი ფაქტებიც, როდესაც ხდება სახელმწიფო კომპეტენციების დელეგირება სათანადო ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე და ა.შ.

ფუნქციური ანალიზის მიზანია: პირველი _ მომზადდეს რეკომენდაციები თვითონ მუნიციპალიტეტებისთვის და, გარდა ამისა, შემუშავდეს სათანადო რეკომენდაციები ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც, რომ გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით, დაიხვეწოს არსებული  კანონმდებლობა.

ამჟამად კვლევის შედეგების მიხედვით საბოლოო ანალიტიკური ანგარიში მუშავდება. აქცენტი კეთდება საერთო პრობლემატიკაზე, რომელიც ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა;  მიღებული შედეგები განზოგადდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის ანუ ეს ანგარიში ისეთი დოკუმენტი იქნება, რომელსაც გამოიყენებენ სხვა მუნიციპალიტეტებიც საკუთარი სტრუქტურის გაანალიზებისას.