მოვლენები

2009-09-29
საჯარო მოსამსახურეების ტრენინგი პოლონეთში

ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ფარგლებში გამოცხადებულ პროგრამაზე – „საჯარო მოსამსახურეების ტრენინგი პოლონეთში“, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის დახმარების პროგრამისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კანდიდატების შერჩევა დასრულდა.

2009-03-09
ევროპული რეკომენდაციები აჭარის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ

ევროპის სასახლეში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მე-16 პლენარული სესია გაიმართა.  საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესის სესიაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო აჭარის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების დამკვირვებელთა მისიის მოხსენების განხილვა და რეკომენდაციის ტექსტის დამტკიცება.

წელიწადზე ცოტა მეტია, რაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჩამოყალიბდა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი. მისი შექმნა იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულება, გაეტარებინა რადიკალური რეფორმები ადგილობრივი დემოკრატიის განსავითარებლად, დეცენტრალიზაციის პროცესის გასაღრმავებლად და რეალური თვითმმართველობის დასამკვიდრებლად. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისია, როგორც რეფორმის მაკოორდინირებელი რგოლი და დაფუძნდა ცენტრიც, როგორც კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების განმახორციელებელი ორგანო, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა...

2009-10-16 - საკოორდინაციო შეხვედრა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სასტუმრო ბეთსიში, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შევედრა გამართა.

2009-10-14 - თვითმმართველობის ღია კარის დღე საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო ხუხუნაიშვილის ინიციატივით, თვითმმართველობის ევროპული კვირეულის (12-19 ოქტომბერი) ეგიდით საქართველოს პარლამენტში თვითმმართველობების ღია კარის დღე გაიმართა;

2009-09-22 - ლიტვის დელეგაცია ეფექტიანი მმართვალობის ცენტრს ეწვია

ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვის დელეგაცია ესტუმრა

2009-09-12 - სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

2009 წლის 7–11 სექტემბერს, რეგიონული განვითარების კომისიის სამდივნოსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრნენ.

2009-06-14 - კომისიის სამდოვნოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ

2009 წლის 8-12 ივნისს რეგიონული განვითარების კომისიის სამი სამუშაო ჯგუფის მდივანი (რეგიონული განვითარების დაფინანსება; სიღარიბის დაძლევა და დასაქმება; მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა) და ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი, საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიტვაში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ლიტვური მხარის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით ლიტვური გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებას.

2009-06-07 - რეგიონული განვითარების კომისიამ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტი მიიღო

საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ 2009 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

2009-06-05 - საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს

მიმდინარე წლის 6 ივნისს 12:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია რიგით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. სხდომა მიეძღვნება საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ დიაგნოსტიკური მოხსენების პროექტის განხილვასა და მიღებას.

2009-03-04 - ბოლნისსა და დმანისში ჩატარებული კვლევის შედეგები განზოგადდება

ქვემო ქართლის ორი მუნიციპალიტეტის – ბოლნისისა და დმანისის თვითმმართველობის ორგანოების სამსახურების ფუნქციური ანალიზის პროექტი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, განხორციელების ძირითად ეტაპზე გადავიდა.

2009-01-22 - ქეამ რეგიონული განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე "განვითარების დაგეგმვა და დეცენტრალიზაცია: პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთიდან”. ღონისძიება მოაწყეს ორგანიზაციამ ”ქეა საერთაშორისო კავკასიაში" და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად.

2008-12-19 - საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ მუშაობა დაიწყო

2009 წლის აგვისტოს ბოლოს ქვეყანას რეგიონული განვითარების სტრატეგია ექნება

2008-12-05 - დებატები სტრასბურგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ადგილობრივ შედეგებზე

სტრასბურგში, ევროპის სასახლეში გაიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის  მე-15 საშემოდგომო სესია. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა იყო. დებატები 2 დეკემბერს ჰემიციკლის დარბაზში სესიის პლენარულ სხდომაზე მოეწყო.

2008-11-30 - თემთა შორის თანამშრომლობა - GTZ -ის სემინარი დილიჟანში

სომხეთის ქალაქ დილიჟანში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ ორგანიზებული სემინარი "თემთა შორის თანამშრომლობა” მიზნად ისახავდა კავკასიის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთისა და საქართველოს თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები.

2008-11-25 - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა _ კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და თანმდევი კანონპროექტები რამდენიმე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს პარლამენტში განიხილება.

2008-11-07 - სლარის (SLAR) ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 20 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ოცი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთაგან 12 უკვე დასრულებულია, 8 კი მალე დამთავრდება  – ეს არის სლარის პროექტის ფარგლებში  2006 წლის დასაწყისიდან განხორციელებული სამუშაო სამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტის თემებში.

ევროპული ქარტია თვით- მმართველობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ კონსტიტუციაში ასახონ თვითმმართველობის ძირითადი პრინციპები. დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო ამ მოწოდების რეალიზებას ახდენს – კონსტიტუციაში რეგლამენტირებული იქნება თვითმმართველობის მთავარი საკითხები. >>>